მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე-" ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვართ კორცხელში, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვების"(VIDEO)

დავით ბაქრაძე-” ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვართ კორცხელში, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვების”(VIDEO)

Published on

„გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს, ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვართ კორცხელში, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვების, სიმბოლო იმის, რომ მოძალადე ხელისუფლება ყოველთვის დამარცხდება ხალხის  ნებასთან და სიმბოლო ჩვენი მომავალი გამარჯვებების.დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, აქ ამ ადგილას, კორცხელში, სადაც ერთხელ უკვე გავიმარჯვეთ, გადავდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს მომავალი გამარჯვებისკენ“.- ასე მიმართა კორცხელში შეკრებილ მოსახლეობას დავით ბაქრაძემ. „ამ რაიონს, ზუგდიდის რაიონს საქართველოს პარლამენტში ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელიც მე დარწმუნებული ვარ იქნება სანდრა რულოვსი. ჩვენ ყველას გვესმის რამდენად სიმბოლურია ადგილი, სადაც ვართ. კორცხელი არის სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელიც მოვიპოვეთ მაისში. დღევანდელი დღიდან კორცხელი იქნება სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელსაც მოვიპოვებთ, აქაც ზუგდიდშიც და მთელ საქართველოში რომ ჩვენი ხალხი ცხოვრობდეს, უკეთ. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანი, სანდრასიც, ჩემიც ნიკასიც არის ძლიერი და ფეხზე დამდგარი საქართველო. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანი დასაქმებული ქართველებია. ჩვენი მიზანია იმ იდეალების დაბრუნება, რომელსაც ყველა ვემსახურებოდით. ასეთი მიზნებით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ასე რომ გილოცავთ და სიმბოლურია, რომ სწორად თქვენ ზუგდიდის რაიონს ხვდა წილად რომ ქალბატონ სანდრას გადაწყვეტილებით თქვენს რაიონში თქვენ სოფელში იყრის კენჭს,"- განაცხდა დავით ბაქრაძემ. 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...