მთავარისიახლეებიკონფლიქტებისკანდალური განცხადება: სოხუმიდან გატაცებული პოლიტიკოსი ქალი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყავდათ...

სკანდალური განცხადება: სოხუმიდან გატაცებული პოლიტიკოსი ქალი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყავდათ დაკავებული

Published on

სოხუმური გამოცემა ,,ნუჟნაია გაზეტა“  არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას პარტია ,,ედინაია აბხაზიას პოლიტსაბჭოს მდივნის ირინა დოჩიას გამტაცებლებისა და გატაცების გარემოებათა  შესახებ.
,,სოხუმიდან 2 ივლისს გატაცებული ირინა დოჩია  საქართველოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს და იქ ყავდათ დაკავებული 45 დღის განმავლობაში.  მისი გატაცების დამკვეთი საქართველოს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ, ხოლო შემსრულებლები – აფხაზი კრიმინალები. ქალბატონის მიმართ რაიმე ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა. გატაცება მოხდა გამოსასყიდის მიღების მიზნით, გამტაცებლები ითხოვდნენ 1,5 მილიონ ევროს. '' – იუწყება გაზეთი. 
დოჩიას საქმის გამოძიებას თვენახევრის განმავლობაში ახორციელებდა  აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახური  გენერალურ პროკურატურასთან ერთად , როცა დადგინდა, რომ იგი საქართველოში ყავდათ დაკავებული, აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების  სამსახურმა დახმარებისთვის მიმართა რუს კოლეგებს, რომელნიც თავის მხრივ დაუკავშირდნენ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს და მათ შორის შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ დოჩია განთავისუფლებულ იქნა. – აცხადებს აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ არლანი. 
გაზეთის ცნობით, არლანი თავს იკავებს დეტალების გახმაურებისაგან გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ამბობს, რომ დაზუსტებულია გამტაცებელთა ვინაობა და კონკრეტული მისამართი, სადაც ქალბატონს იძულებით ამყოფებდნენ. 
თბილისში ამ  ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...