მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ბურჭულაძის პარტია უერთდება „გირჩის“, „ახალი საქართველოსა“ და „მემარჯვენეების“ საარჩევნო ბლოკს

პაატა ბურჭულაძის პარტია უერთდება „გირჩის“, „ახალი საქართველოსა“ და „მემარჯვენეების“ საარჩევნო ბლოკს

Published on

პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში,  „გირჩთან“, „ახალ საქართველოსა“ და „მემარჯვენეებთან“ შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი არჩევნებში გაერთიანებული ძალიათ გამოსვლის შესაძლებლობაზე მსჯელობენ.
 ”გიჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ,პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოხდეს პროდასავლური ძალების გაერთიანება. 
”დღეს ჩანს, რომ საქართველოში პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის გულაცრუებული, როგორც დღევანდელი, ისე წინა ხელისუფლებით და მაღალი ალბათობაა, რომ ეს ადამიანები ან საერთოდ არ მივიდნენ არჩევნებზე, ან მივიდნენ და არავის არ მისცენ ხმას. ეს კი არის იმის ალბათობა, რომ პრორუსული ფლანგი გაძლიერდეს და უფრო მნიშვნელოვანწილად იქნას წარმოდგენილი პარლამენტში, რაც ჩემი აზრით, იქნება კატასტროფა ამ ქვეყნისთვის”, – განაცხადა ჯაფარიძემ და როგორც დასძინა, მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლურ ძალებში არსებობს განსხვავებული ხედვა, მნიშვნელოვანია იპოვონ გადაკვეთის წერტილი. 
თავის მხრივ ”ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქმის და საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ”ეს ნიშნავს, როგორც გუნდების, ასევე ადამიანური რესურსების გაერთიანებას, ეს ნიშნავს საერთო ფრონტის შექმნას იმისთვის, რომ საქმის კეთებაზე იყოს აქცენტი. თუ ეს გაერთიანება შედგა, მართლაც შეგვიძლია წარსულს ჩავაბაროთ ”ნაციონალური მოძრაობის” და ”ქართული ოცნების” ეპოქა”, – განაცხადა ვაშაძემ. 
”ახალი მემარჯვენეების” ლიდერის, მამაუკა კაციტაძის თქით კი, „შეხვედრაზე ისაუბრებენ ყველაფერზე და გადაწყვეტილების შესახებ დღის განმავლობაში გახდება ცნობილი“. 
 
შეგახსენებთ, გირჩის, ვაშაძისა და ახალი მემარჯვენეების გაერთიანებულმა ბლოკმა პაატა ბურჭულაძის პარტიას გაერთიანება შესთავაზა.   "ჩვენ ღია ვართ პროდასავლური პარტიებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. მივესალმებით იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა ზურა ჯაფარიძისა და ვაშაძის მიერ, ჩვენ ვთვლით, რომ ნამდვილად კომპეტენციაზე, სუფთა წარსულსა და რეპუტაციაზე დაფუძნებული ძალა ვართ და ვთვლით, რომ პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად აქვს რესურსი იმის, რომ შემოიკრიბოს პროდასავლური ძალა". – ასე გამოეხმაურნენ ამ წინადადებას პაატა ბურჭულაძის პარტიაში. 

სიახლეები

ტრამპი 90 დღით, აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამას აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის...

ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა და პირადად მოისმინა პოლიციის მხრიდან განხორციელებული “შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები”-ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი,...

დავა მორიგ შვეიცარიულ ბანკთან -ოლიგარქის ადვოკატის განცხადება

ოლიგარქის მორიგ დავასთან დაკავშირებით, რომელსაც ის კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკთან - Julius Baer-თან იწყებს,...

“ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას” – ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება...