მთავარისიახლეებისამხედრო თემაგონიოში დაბალი ხილვადობის გამო შეწყვეტილი ძებნის პროცესი დილიდან განახლდა

გონიოში დაბალი ხილვადობის გამო შეწყვეტილი ძებნის პროცესი დილიდან განახლდა

Published on

დაკარგულთა მშობლებმა  მთელი ღამე შავი ზღვის სანაპიროზე გაატარეს. წუხელ უამინდობისა და დაბალი ხილვადობის გამო ძებნის პროცესი შეწყდა და მხოლოდ დღეს გამთენიისას განახლდა. 24 საათზე მეტია, რაც შავ ზღვაში 2 ქართველი სამხედრო დაიკარგა, სამაშველო ღონისზიებებში ჩართული არიან როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ქვეყნების სპეციალისტები 
დღეს  ძებნა  თურქულ მხარესთან თანამშრომლობით განახლდა.  – მაშველები  თურქული გემის დახმარებით, რომელსაც სპეციალური აღჭურვილობა აქვს, შეეცდებიან ლოკაციის დადგენას, სადაც სამძებრო-ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. 
 „ძალიან მნიშვნელოვანია,  რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვოთ ბიჭები. ამ თურქულ გემს აქვს სპეციალური აღჭურვილობა, სპეციალური კამერები და ვფიქრობ, ძალიან სწრაფად მოხდება ლოკაციის დადგენა. მთავარია, დადგინდეს ლოკაცია და დაეშვებიან ჩვენი ბიჭები“, – მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დაკარგული სამხედრო კურსანტების ოჯახის წევრებს

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...