მთავარისიახლეებისამხედრო თემაუსაფრთხოების ზომების დარღვევას ადგილი არ ჰქონია - სპეციალური ძალების მეთაური გონიოში მომხდარზე...

უსაფრთხოების ზომების დარღვევას ადგილი არ ჰქონია – სპეციალური ძალების მეთაური გონიოში მომხდარზე კომენტარებს აკეთებს

Published on

სპეციალური ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორი ჯარისკაცის დაკარგვა  ზღვაში გონიოში სამხედრო სწავლების დროს  უსაფრთხოების ზომების დარღვევას და  ტექნიკურ გაუმართაობას  უკავშირდება.  
 კიკნაძის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს და შემთხვევის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამ შემთხვევას არანაირი შეხება არა აქვს  ინსტრუქტორების კვალიფიკაციასთან.  პოლკოვნიკმა ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გონიოში მისვლის შემდეგ გააკეთა
გონიოში, ზღვაში დაკარგული ჯარისკაცის იაგო შარაძის მამა თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებს. შარაძის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და სავარაუდოდ ინსტრუქტაჟის დარღვევის გამო დაიღუპა.
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...