მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი გონიოში იმყოფება, ზღვაში დაკარგულ სამხედროებს ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებენ

საქართველოს პრეზიდენტი გონიოში იმყოფება, ზღვაში დაკარგულ სამხედროებს ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებენ

Published on

 
საქართველოს პრეზიდენტი გონიოში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად იმ ადგილზე მივიდა, სადაც ზღვაში დაკარგული ორი ქართველი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.
პრეზიდენტმა თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საქმის ვითარება გამოჰკითხა, შემდეგ კი დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს გაესაუბრა. 
„მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის და მოვედი რომ თანადგომა გამოვხატო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გონიოს სანაპიროზე მისვლას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც აპირებს. 
 
გუშინ გონიოში, ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების  იაგო შარაძისა და გიორგი ნანიტაშვილის პოვნა კვლავ ვერ ხერხდება. მათ ამ დრომდე მყვინთავთა რამდენიმე ჯგუფი ეძებს. გონიოში საზღვაო ზოლში იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები. საქმეში ჩართულია ავიაციაც. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს შვეულმფრენი “იროკეზი”.ოპერაციაში ჩაერთო თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური.
აშშ-ს მთავრობამ ევროპულ სარდლობას სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციაში მონაწილეობა დაავალა.
 
იაგო შარაძის მამა თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებს. შარაძის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და სავარაუდოდ, ინსტრუქტაჟის დარღვევის გამო დაიღუპა. 
 


 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...