მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მერაბ ქვარაიას ბოლო შეხვედრას საკრებულოში დაპირისპირება მოყვა

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მერაბ ქვარაიას ბოლო შეხვედრას საკრებულოში დაპირისპირება მოყვა

Published on

ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს დაპირისპირება მოხდა.ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ქვარაია დაუპირისპირდნენ. დეპუტატმა წითლიძემ  საკრებულოს თავმჯდომარისგან სიტყვა ითხოვა, თუმცა მერაბ ქვარაიამწითლიძეს სიტყვა ბოლომდე არ დაასრულებინადა სხდომა დახურულად გამოაცხადა.ქვარაიას ამ ჟესტს ნაციონალური მოძრაობის წევრმა "სამარცხვინო" უწოდა."მერაბ ქვარაია ყოველთვის  „ფინანსურ გარიგებებშია“ გუბერნატორთან, მე კითხვა მქონდა აგრეთვე  კორცხელის მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რატომ გაუმასპინძლდა  ფიზიკური დაპირისპირების მონაწილე სპორტსმენებს მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე.გაექცა ამ კითხვებს, მაგრამ საზოგადოებას ვერ დაემალება. ის იყო საკრებულოს ძალიან სუსტი თავმჯდომარე“, – აღნიშნა წითლიძემ.მერაბ ქვარაიამ ოპოზიციური დეპუტატის კითხვის პასუხად ჟურნალისტებს უთხრა რომ "მისი 2 წლიანი მუშაობა საკრებულოში იყო წარმატებული და ქალაქ ზუგდიდის საკრებულო იყო ერთ-ერთი წარმატებული თვითმმართველობის ორგანო საქართველოში, რომელიც გამოირჩეოდა გამჭვირვალობით, ღიაობით, თანამშრომლობითა და იმ გამოწვევებით, რომელთა დიდი ნაწილი შესრულებულია."- აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
მერაბ ქვარაია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიატრი დეპუტატობის კანდიდატია ზუგდიდში. პრემიერ-მინისტრმა ის 23 ივლისს დაასახელა.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...