მთავარისიახლეებიკონფლიქტებირაულ ხაჯიმბამ ფულადი ჯილდო (ერთი მილიონი რუბლი) დააწესა გაუჩინარებული პოლიტიკოსის ირინა...

რაულ ხაჯიმბამ ფულადი ჯილდო (ერთი მილიონი რუბლი) დააწესა გაუჩინარებული პოლიტიკოსის ირინა დოჩიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის

Published on

რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთში 2016 წლის 2 ივლისს გაუჩინარებული ირინა დოჩიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის, ფულადი ჯილდო (ერთი მილიონი რუბლი) დააწესა. ასევე, დაჯილდოვდებიან ის პირები, ვინც დანაშაულის მონაწილეთა შესახებ ფლობენ ინფორმაციას, იტყობინება დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის პრეს – სამსახური.
 
ირინა დოჩია აფხაზეთის პოლიტიკურ სპექტრში ერთერთი უძლიერესი პარტიის ,,ედიანაია აბხაზიას’’ პოლიტსაბჭოს მდივანია, იგი  3 ივლისს, ღამის 23 საათზე გაიტაცეს უცნობმა პირებმა სოხუმის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან . და  ამ დრომდე არ არის დადგენილი სად და ვის ხელშია გატაცებული. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთისკენ იშვერენ ხელებს და აცხადებენ, რომ მისი გატაცება მოწინააღმდეგე მხარეს მოახლოებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში ტემპერატურის აწევისთვის სჭირდებოდა. მართლაც, ირინა დოჩიას გატაცებამ გარკვეული როლი შეასრულა 5 ივლისის მღელვარებაში, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ოპოზიციის ხელში ხელისუფლების   პროვოკაციულ ქმედებებში   დადანაშაულებისათვის და პირიქით.
 
ირინა დოჩია 35 წლისაა, პროფესიით იურისტი, განათლება რუსეთში აქვს მიღებული, სხვადასხვა წლებში მუშაობდა  მოსკოვში, ფედერალურ  სამართალდამცავ სტრუქტურებში, აქვს სამხედრო წოდება – პოლკოვნიკი, 2014 -15 წლებში, სანამ პარტია ,,ედიანაია აბხაზიას“ პოლიტსაბჭოს მდივნად აირჩევდნენ,  მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ, ჰყავს  შვილი.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...