მთავარისიახლეებიპოლიტიკავისზე ინადირებს მონადირე და მომღერალი მაჟორიტარობის კანდიდატი, თუ მის სმენად მხეცნი მოვიდიან?

ვისზე ინადირებს მონადირე და მომღერალი მაჟორიტარობის კანდიდატი, თუ მის სმენად მხეცნი მოვიდიან?

Published on

გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვაკის მესამე ოლქში ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისი თქმით, ის სფეროები, რომელშიც მას ჰქონდა გამოცდილება, ფართოა. "ეს არის კულტურის, სპორტის სფერო. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო მარტივი, რადგან ვარ მოქმედი და აქტიური მუსიკოსი, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ასპარეზზე ქვეყნის მსახურება არის ძალიან დიდი პატივი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას", – აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა. 
მისივე თქმით, ის არის აქტიური მონადირე, რომელიც ყოველთვის იცავს ნადირობის კანონებს და ამ მიმართულებითაც შეუძლია აქტიური იყოს. "გარემოს დაცვის საქმეებიც მოსაგვარებელია", – განაცხადა ხუციშვილმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა. ვაკეში, მე-2 ოლქში – ბიძინა გეგიძე. ვაკეში, მე-3 ოლქში – ზაზა ხუციშვილი იყრის კენჭს. 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...