მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო სხდომა არ შედგა - ბურჯანაძისა და უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივებს ოთხშაბათს...

საპარლამენტო სხდომა არ შედგა – ბურჯანაძისა და უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივებს ოთხშაბათს განიხილავენ

Published on

საპარლამენტო  ბიუროს გუშინდელი სხდომა, სადაც ე.წ. უბლოკო სტატუსისა და ქვეყნის დასავლურ კურსთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერზე უნდა ემსჯელათ – კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.  საპარლამენტო უმრავლესობა სხდომაზე გამოუცხადებლობის საარჩევნო პარტიული ღონისძიებით ხსნის და კატეგორიულად უარყოფს მის მიზანმიმართულად ჩაშლას, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, მმართველ პარტიას ოფიციალურად ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტში შეტყობინება არ გაუგზავნია.
უმრავლესობის არგამოცხადებამ გააძლიერა ეჭვი, რომ ,,ქართულ ოცნებას'' დიდად არ ეხატება გულზე არც ბურჯანაძის და არც უსუფაშვილის აქტიურობა და  გუშინდელი ბიუროს სხდომის ჩაშლა ხელოვნურად  მოხდა. მით უფრო, რომ ცალკეულ დეპუტატებს მედიასთან საუბარში პირდაპირ უტქვამთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არცერთ ინიციატივას არ ეთანხმება, რადგან   ე.წ. "უბლოკო სტატუსის" შესახებ საზოგადოებაში მოთხოვნა არ არსებობაზე საუბრობს, თუმცა ასევე არ აპირებს დავით უსუფაშვილის ინიციატივის მხარდაჭერას.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...