მთავარისიახლეებირეგიონებისტიქია აჭარაში – ხუთბალიანი შტორმი ზღვაზე

სტიქია აჭარაში – ხუთბალიანი შტორმი ზღვაზე

Published on

უამინდობამ დასავლეთ საქართველოში გზებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.
 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უამინდობის გამო ბევრმა დამსვენებელმა ერთდროულად დატოვა აჭარა და თბილისის მიმართულებით დაიძრა, რასაც მოძრაობის გადატვირთვა მოჰყვა. მოძრაობას ავტობანებსა და ტრასებზე საპატრულო პოლიცია არეგულირებდა.
მოძრაობის შეფერხებას ხელი შეუწყო ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარმა რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევამაც.
გონიოში „ბე ემ ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი, 33 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გვერდით მჯდომი მგზავრი – ახალგაზრდა მამაკაცი  კლინიკა "მედინას" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი  მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 
ბათუმის სანაპიროებზე 4-დან 4.5-მდე ბალის შტორმი დაფიქსირდა. ღელვას სანაპიროს ნგრევა არ მოჰყოლია.    მწვანე კონცხსა და სარფის სანაპირო ზოლზე, ძლიერი შტორმის დროს,  მაშველებმა ზღვიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.
ძლიერმა წვიმამ ბათუმში ყველაზე მეტად ჭაობის დასახლება დააზარალა. წყალი მოსახლეობას სახლებში შეუვარ, ასევე დატბორა ზღვისპირა ზოლზე ხიმშიაშვილის ქუჩა და ე.წ "ოცნების ქალაქი", სადაც ფიცრულებში მცხოვრებ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანდა. 
წყალმა დაფარა სულაბერიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ეზოები და სარდაფები  ადგილობრივების განცხადებით, მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო, მათი უბანი ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ იტბორება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში  წუხელ 60-მდე შეტყობინება  შევიდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ძლიერი, უხვის ნალექის გამო დატბორილი ქუჩებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშოები განახორციელეს.
 
 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...