მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი ფიქრობს, რომ ცენტრისტების პარტიის რეკლამის შინაარსი ანტისახელმწიფოებრივია

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ცენტრისტების პარტიის რეკლამის შინაარსი ანტისახელმწიფოებრივია

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვლადიმერ ბედუკაძის პარტია ცენტრისტების სარეკლამო რგოლს  აფასებს როგორც ანტიკონსტიტუციურს. პრეზიდენტის პოზიცია  ამის შესახებ  მისმა  მრჩეველმა კახა კოჟორიძემ გაახმოვანა. 
 
"საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირა ამ კლიპის წინააღმდეგ.
 
"მთლიანად ეს ამბავი და ქართული საზოგადოების პოზიცია მიანიშნებს, იმას რომ ჩვენ სწორად გვაქვს გააზრებული სიტყვის თავისუფლების და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლების მნიშვნელობა და ის, რომ ეს არ არის შეუზღუდავი. განსაკუთრებულ შეთხვევაში ის შეიძლება შეიზღუდოს. ამ შემთხვევაში საქმე ნამდვილად გვაქვს განსაკუთრებული შემთხვევასთან იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლის პირველივე წინადადება ამბობს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო.
 
"როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ოკუპანტის ჯარებს დააკანონებს რა თქმა უნდა ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და პოზიცია. ასეთ დროს საქართველოს პრეზიდენტი და თითოეული მოქალაქე იქნება ერთიანი ამ პოზიციაში,"- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....