მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი კახეთის მოსახლეობას მიმართავს (Video)

მიხეილ სააკაშვილი კახეთის მოსახლეობას მიმართავს (Video)

Published on

,,ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს, თითოეულ თქვენგანს და როდის გავაგრძელებთ თქვენთან ერთად დიდ აღმშენებლობას'' საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის მოსახლეობას მიმართავს 
ვიდეომიმართვა მიხეილ სააკაშვილმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
 
”საყვარელო კახელებო, ჩემო კარის მეზობლებო. კახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონი თავისი განსაკუთრებული საზოგადოებით. ჩვენ ვაქციეთ კახეთი ტურიზმის ცენტრად – რამდენი ახალი ადგილი აშენდა და ეს ყველაფერი თქვენი მეშვეობით, თქვენი ხელშეწყობით, თქვენი მონაწილეობით გაკეთდა, სხვანაირად ამას ვერ გავაკეთებდით. ჩვენ ძალიან დაგვარტყა რუსეთის ემბარგომ და სწორედ მაშინ გადავწყვიტე პატარა ვენახის შეძენა ყვარელში იმიტომ, რომ ჩამეყვანა მთელი მსოფლიოდან პრეზიდენტები, პრემიერები, ტელევიზიები და გამეკეთებინა რეკლამა ჩვენი ღვინისთვის, ჩვენი სამზარეულოსთვის, ჩვენი ადგილებისთვის და მე მგონი, თქვენთან ერთად გამოგვივიდა ეს. დღეს ქართული ღვინო გადის მთელ მსოფლიოში”, – აცხადებს ექს-პრეზიდენტი.  – რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი პრობლემები. სიღნაღში უფრო ნაკლები ტურისტი ჩადის იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ეს ხომ არასწორია?! ეს ნიშნავს, რომ ხელი მოაკლეს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ისე არ გაკეთდა. ხალხს აქვს სხვა პრობლემებიც, სოციალური გაჭირვება, ბევრგან წყალი არ მიიყვანეს, ბევრგან გზა არის მისაყვანი და რაც მთავარია, ხალხს არ უნდა ჰქონდეს პროდუქციის გასაღების პრობლემა. არ უნდა იყოთ დამოკიდებული სეზონურ ფლუქტუაციებზე, ფასების რყევაზე და ბანკის პროცენტის გასტუმრებაზე. იმდენი შემოსავალი უნდა გქონდეთ, ისეთი წესები უნდა იყოს, რომ ვერც ერთ თქვენგანს ამან პრობლემები არ შეუქმნას”
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებისადმი ბოლო პერიოდში არაერთი მიმართვა გაავრცელა. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...