მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,წინასაარჩევნო ტრიუკები და აშკარა პლაგიატი'' - ასე აფასებენ ოპოზიციაში ბურჯანაძისა და უსუფაშვილის...

,,წინასაარჩევნო ტრიუკები და აშკარა პლაგიატი” – ასე აფასებენ ოპოზიციაში ბურჯანაძისა და უსუფაშვილის ინიციატივებს

Published on

 

ნინო ბურჯანაძე რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მოითხოვს  კონსტიტუციით განისაზღვროს  ქვეყნის  უბლოკო სტატუსი. იგი დარწმუნებულია, რომ უბლოკო სტატუსს მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, თუკი  შეწყდება მისი შეცდომაში შყვანა   რასაც ამდენი ხანია აკეთებენ  ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, რისი შედეგიც არის ის, რომ ,,დღეს ბევრს ნატო-ში გაწევრიანება  უფრო  მისაღებად მიაჩნია ვიდრე ქვეყნის გამთლიანება,“ 
 
საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეებს დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა  და მათი  საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ,  გამოდის განსხვავებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, პრეამბულაში, სადაც საუბარია, რა სურს ქართველს ხალხს, უნდა  დაემატოს ფრაზა – ,,დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში.
 
უსუფაშვილის მოწოდებას  პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებისადმი ხელი მოაწერონ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს,  გამოეხმაურნენ ოპოზოციური პარტიები. 
 
ინიციატივაზე პასუხი გვექნება მას შემდეგ, რაც არჩევნებში გავიმარჯვებთ და ამ იდეას ავსახავთ კონსტიტუციაში, აცხადებს  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგი კაპანაძე,  იგი მიესალმება ამ ინიციატივას, უფრო მეტიც, მისი თქმით, ეს  იდეა ეკუთვნის ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” , თუმცა მას ადრე  მხარი არ დაუჭირა  და ჩააგდო  საპარლამენტო უმრავლესობამ  და მათ შორის ”რესპუბლიკურმა პარტიამ”
არჩევნების შემდეგ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ საკითხს დაუბრუნდება. ჩვენთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი თემა, აქედან გამომდინარე ჩვენს იდეას არჩევნების შემდეგ დავუბრუნდებით. ასეთ ინიციატივაზე პასუხი გვექნება მას შემდეგ, რაც არჩევნებში გავიმარჯვებთ და ამ იდეას ავსახავთ კონსტიტუციაში”, -ამბობს იგი. 
 
,,თავისუფალი დემოკრატები“ მზად არის ხელი მოაწეროს პარლამენტის თავმჯდომარის საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტს,  რაც შეეხება  ნინო ბურჯანაძის ინიციატივას ს ე.წ. უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით მას ერსდპექტივა არა აქვს , რადგან   საზოგადობას,  ხალხს გადაწყვეტილი აქვს, თუ საით უნდა წავიდეს ჩვენი სახელმწიფო – ეს არის ევროატლანტიკური სივრცე და ევროკავშირი და მისთვის მიუღებელია უბლოკო სატატუსი.  
ამასთან, აბაშიძე ფიქრობს, რომ ორივე  საკონსტიტუციო წინადადება წინასაარჩევნო ტრიუკია. ,,დღევანდელი პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას ვერ მოასწრებს, ეს არარეალისტურია, ხოლო ის, რომ სამომავლოდ ევროატლანტიკურ სივრცესთან დაკავშირებული საკითხი კონსტიტუციაში ჩაიწეროს, ეს სიცხადეს შეიტანს იმ ძალებისათვის, ვისაც პრიორიტეტად ე.წ. უბლოკო სტატუსი და ნეიტრალიტეტი მიაჩნიათ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ძალები მსუყედ არ იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. 
უბლოკო სტატუსის შესახებ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის ნინო ბურჯანაძის ინიციატივას არასაპარლამენტო ოპოზიციაში მხარს არ უჭერენ.
 
უსუფაშვილისა და  ბურჯანაძის პროექტების დაპირისპირებას აფასებენ სხვა პოლიტიკოსებიც  პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, კი ბურჯანაძე-უსუფაშვილის წინასაარჩევნო პოლემიკაზე საუბრობს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკონსტიტუციო საკითხი, ჩაიწეროს კონსტიტუციაში უბლოკი სტატუსი ექნება საქართველოს თუ ორიენტაცია აქვს აღებული ნატოსა და ევროკავშირზე. ეს არის საგარეო პოლიტიკის საკითხი. მთავარი უნდა ითქვას, რომ ჩვენ უკვე გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ეს ვეღარ დაირღვევა. ეს არ არის ადეკვატური და სწორი მიდგომა. საერთოდ ახლა ჩვენ საქმე გვაქვს უსუფაშვილი-ბურჯანაძის პოლემიკასთან,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
 
 მსგავსი ჩანაწერის გაკეთებას კონსტიტუციაში "ნაადრევს" უწოდებს თამაზ მეჭიაური, მისგან განსხავებული პოზიცია უჭირავს გოგი თოფაძეს :  ორივე ხელით მივესალმები ნინო ბურჯანაძის პოზიციას, 
 მე და ჩემს თანაგუნდელებს მიგვაჩნია, რომ საქართველო – ჩემი სამშობლო, არც ერთ აგრესიულ სამხედრო ბლოკში არ უნდა იყოს. ჩვენი იდეალია საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა. ,- აცხადებს მ.უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის “ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე 
 
 

 

სიახლეები

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები – ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების დიპლომატებს და ოპოზიციას ხვდება

ოლიგარქის პარტიის მასობრივი რეპრესიები, ხალხზე ძალადობის სერია, დრაკონული კანონები, ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები...

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – რასა იუკნევიჩიენე

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი,...

არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა

ივანიშვილმა არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შექმნა. ამიერიდან " ქართული ოცნების" ოპონენტი არალეგიტრიმურ საკანონმდებლო...

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა. ვახტანგ ხვინთელანს 13 იანვრის...