მთავარისიახლეებიპოლიტიკასოფელ რუხიდან გატაცებულია 2 მამაკაცი

სოფელ რუხიდან გატაცებულია 2 მამაკაცი

Published on

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხიდან  დღეს რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი მამაკაცი გაიტაცეს.  რუსმა ოკუპანტებმა რუხის ციხესთან ახლოს, მდინარე ენგურის სანაპიროდან სოფელ რუხისა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიტაცეს. თვითმხილველთა განცხადებით რუსი ოკუპანტები დაახლოებით ათნი იყვნენ. ისინი კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულნი და საქართველოს ორი მოქალაქე ძალის გამოყენებით მდინარეში თევზაობისას გაიტაცეს. ოკუპანტებმა გატაცების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია ე.წ საიდუმლო გადასასვლელის საშუალებით დატოვეს და ისევ სოფელ ჭუბურხინჯისკენ აიღეს გეზი.გავრცელებული ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს გატაცებული ორი ქართველი, ჭითანავა და მორგოშია გადაყვანილი ჰყავთ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაში. ჯერჯერობით გატაცებულთა ოჯახებს ოკუპანტებისგან რაიმე სახის შეტყობინება არ მიუღიათ. ინფორმაცია ექსკლუზიურად სააგენტო smo.ge-მ გაავრცელა
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...