მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი: ,,ქართული ოცნება'' ივანიშვილის გარეშე არ წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას

დავით უსუფაშვილი: ,,ქართული ოცნება” ივანიშვილის გარეშე არ წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის როლსაც შეეხო – მისი განცხადებით  ყოფილი პრემიერი კვლავ პოლიტიკაში რჩება და მოსახლეობამ ხმის მიცემისას უნდა გაითვალისწინოს, რა რესურსი ექნება ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე 8 ოქტომბრის შემდეგ.
 
„მაწუხებს იმიტომაც, რომ ამომრჩეველი, რომელიც 8 ოქტომბერს მივა ხმის მისაცემად, ეს კარგად უნდა გაიაზროს, ხმას აძლევს, მაგალითად, რესპუბლიკურ პარტიას უსუფაშვილიან, ხიდშელიანად და ა.შ. თუ ქართულ ოცნებას, რომელსაც ნოემბრიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ ეყოლება?! არ მინდა ვინმემ სხვანაირად გამიგოს, ან შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ პოლიტიკურად ქართული ოცნება არ არსებობს, რადგან პოლიტიკურად თუ ქართულ ოცნებას გამოვაკლებთ ივანიშვილს და საძალაუფლებო ბერკეტებს, იქ უბრალოდ აღარაფერი დარჩება, არც პოლიტიკურად, არც ორგანიზაციულად,“ – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
 
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებს  არაკორექტული უწოდეს  ქართული ოცნების წევრებმა, ისინი ამ განცხადებაში  ვიწროპარტიულ ინტერესებს ხედავენ და რესპუბლიჯელების საარჩევნოკამპანიის ნაწილს ხედავენ 
 
ოპოზიციაში კი რესპუბლიკელების წუხილს "დაგვიანებულად" აფასებენ და მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობას ადასტურებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...