მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთში სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელის ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთში სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელის ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა

Published on

თურქეთში სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელის, ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა.  შუქური აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების წევრობაშია ბრალდებული. ჰაქან შუქური ცნობილი ფეხბურთელი იყო, რომელიც წლების განმავლობაში „გალათასარაიში“ თამაშობდასპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის მმართველ პარტიაში გაწევრიანდა და 2011 წელს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2013-ში შუქურმა პარტია დატოვა იმის გამო, რომ ფეთჰულა გიულენის მიმდევრების დევნას არ ეთანხმებოდა. 
ჰაქან შუქურმა სამშობლო ოჯახთან ერთად გასულ წელს დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა. 
 
 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...