“ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნდა გაგრძელდეს ბარიერის ზრდა. კიდევ უფრო უნდა აიწიოს ბარიერი. სამი წლის წინ 21 ქულა იყო გადასალახი. ახლა გვაქვს 24 ქულა. ის კიდევ უნდა ავწიოთ, რომ შემთხვევით ჩარიცხვის ალბათობა შევამციროთ. ხალხმა ინერვიულა, ეროვნულ გამოცდებში 16% რომ ჩაიჭრა. გერმანიაში 50% იჭრება. უმაღლეს სასწავლებლებში მაღალი თამასაა. ისინი ამბობენ,რომ ყველა უმაღლესში არ უნდა წავიდეს, უმაღლესში უნდა წავიდეს ყველაზე “ნავაროჩენი”, ყველაზე მცდონე ხალხი.” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა “ლიბერალთან” ინტერვიუში განაცხადა.“უმაღლესში მთავარი პრობლემა დაწეული პლანკაა. ძალიან ბევრს ვუშვებთ უმაღლესში, როცა უმაღლესი იმის უმაღლესია, რომ იქ ძალიან ნარჩევი ხალხი უნდა იყოს. დაფინანსების სისტემაც არასწორია. შენ დასაქმებულს უშვებ თუ დაუსაქმებელს,კარგი კურსდამთავრებულები გყავს თუ ცუდი, დაფინანსება ამაზე არ უნდა იყოს მიბმული, მე 2250 ლარს ვაძლევ სუპერ სტუდენტსაც, რომელიც სუპერ ისწავლის სუპერ უნივერსიტეტში და იმასაც, ვინც ჯარში არ წავიდა და რომელიღაც უნივერსიტეტში რომელიღაც ფაკულტეტზე შედის. “- ამბობს მინისტრი. მისივე თქმით, ჯერჯერობით ეროვნული გამოცდების სისტემა არ შეიცვლება. “ამ სისტემის შეცვლას შემზადება სჭირდება. ეს სისტემა ინერციით აგრძელებს მუშაობას. მოგვიწევს საჯარო განხილვა, შეჩვევა, პილოტირება და მერე გადასვლა. ” – ამბობს მინისტრი.
ჯეჯელავა: “ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი უნდა ავწიოთ”
სიახლეები
მსოფლიო
ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი
უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...
საზოგადოება
11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...
საზოგადოება
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...
სიახლეები
Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა
Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...