მთავარისიახლეებისპორტივარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

Published on

 რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი იაპონელ მაშუ ბეიკერთან ერთი იუკოთი დამარცხდა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. მანამდე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.ვერ მივაღწიე რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი და რაც ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო, – ამის შესახებ ოლიმპიური თამაშების რიო 2016-ის ვერცხლისმედალოსანმა, ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალის შემდეგ განაცხადა. ლიპარტელიანი იმედოვნებს, რომ ქართველი ძიუდოისტები – ბექა ღვინიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი დღეს და ხვალ წარმატებას მიაღწევენ.
”ვერ მოვახერხე ის, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი და რაც ჩემი დიდი სურვილი იყო. ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ამჯერად არ გამომივიდა. იმედი მაქვს, ბიჭები წარმატებას მიაღწევენ. გული დამწყდა ავთოს (ჭრიკიშვილი) დამარცხებაზე. მინდოდა შემემსუბუქებინა ის ტკივილი, რაც გუშინ იყო, მაგრამ ვერ მოვახერხე”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......