მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რესპუბლიკური პარტია'' ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ექვსმა წევრმა დატოვა

,,რესპუბლიკური პარტია” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ექვსმა წევრმა დატოვა

Published on

,,რესპუბლიკური პარტია'' ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნუკრი თოშხუამ  და 6-მა წევრმა დატოვა. მიზეზად  გარკვეულ საკითხებში პარტიის შეხედულებებთან მათი შეუთავსებლობა სახელდება. 
როგორც  ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს,   იგი 2005 წლიდან არის   „რესპუბლიკური პარტიის" წევრი, იმ პერიოდიდან, როცა პარტია ოპოზიციაში იყო.
 ,, მრავალი მუქარის, დაშინების, მოსყიდვის მცდელობის მიუხედავად, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში, ჩვენ ამას გავუძელით და ვიყავით პარტიის ერთგული, მაგრამ დღეს პარტიის და ჩემი შეხედულება რიგ საკითხებში ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „რესპუბლიკური პარტიის" რიგები.
მისივე თქმით, იგი არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას არ გეგმავს და საერთოდ მიდის პოლიტიკიდან. 
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...