მთავარისიახლეებიკულტურაპირველი კონცერტი Gem Fest - ის ფარგლებში, გათიშული ელექტროენერგია და უგულვებელყოფილი ...

პირველი კონცერტი Gem Fest – ის ფარგლებში, გათიშული ელექტროენერგია და უგულვებელყოფილი ,,კაზანტიპის გაკვეთილი”

Published on

წუხელ  ანაკლია-განმუხურში ჩატარდა პირველი კონცერტი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Gem Fest. – ის ფარგლებში.
ხუთ დღიანი მუსიკალური პროგრამა ცნობილმა დი ჯეიმ, პოლ ვან დაიკმა გახსნა.    მთავარ სცენაზე  Evol Waves, Cosmic Gate, Paul Van Dyk და Nuera გამოვიდნენ. პირველივე კონცერტს დიდძალი მსმენელი დაესწრო, მათ უმრავლესობას ახალგაზრდობა შეადგენს, თუმცა, როგორც ჩანს ფესტივალის მიმართ ინტერესი  უფროსი ასაკის მსმენელის მხრიდანაც დიდია. 
მსმენელები მსოფლიო დიჯეების მუსიკას მთელი ღამის განმავლობაში უსმენდნენ. ღონისძიების პირველი დღე გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
ფესტივალის პირველ დღეს,  როგორც მსგავსი მასშტაბის ღონისძიებისთვის არის ჩვეული, უპრობლემოდ არ ჩაუვლია.  გახსნიდან რამდენიმე წუთში ელექტროენერგია გაითიშა, რასაც უკმაყოფილო მსმენელის შეძახილები მოყვა.  დენის მიწოდება დაახლოებით ათ წუთში განახლდა, თუმცა უცნობია რა გახდა გათიშვის მიზეზი.
ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმა. მიხეილ გიორგაძის თქმით, მსგავსი ფაქტები ,,ჩექ ინ ჯორჯიას'' იმიჯს ვერ შელახავს.
ცალკე საკითხია პროდუქტებზე  ,,ფასების ავარდნა'' , რაც ასევე დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბური ღონისძიებებისათვის საკურორტო ზონაში. თუმცა მნიშვნელოვანია ამან არ დააზარალოს ფესტივალის იმიჯი და გული არ აუცრუოს ადამიანებს ანაკლია -განმუხურში დასასვენებლად ჩამოსვლაზე.  ,,კაზანტიპის გაკვეთილი'', როგორც ჩანს, ჩვენმა მოვაჭრეებმა სათანადოდ არ გაიაზრეს და კვლავ დღევანდელ კვერცხს არჩევენ ხვალინდელ ქათამს, რითაც საბოლოო ჯამსი დამსვენებლებზე არანაკლებ თავადაც შეიძკება დაზარალდნენ. ისედაც ცხელი ფასები საკვებ პროდუქტებზე საგრძნობლად ,,გადახურდა'' ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტშიც. 
 
შეგახსენებთ,  მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს  წელს განსაკუთრებული პროგრამით ხვდებიან. 
 საკურორტო ზონას როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქე სტუმრობს. აქ  საერთო ჯამში 40 ათასამდე სტუმარს ელოდებიან.
Gem Fest-ის ფარგლებში მსმენელთა წინაშე 100-მდე შემსრულებელი წარდგება, მათ შორის იქნებიან ქართველი მუსიკოსებიც. ფესტივალი14 აგვისტოს დაიხურება.
 
 

სიახლეები

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...

ტელეწამყვანი ვახო სანაია დააკავეს

ტელეწამყვანი ვახო სანაია დააკავეს  სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიციელების მისვლას ის საცხოვრებელ სახლთან ოჯახის წევრებთან,...

2025 წელს საქართველო 31 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ და 11 ათასზე მეტმა ბავშვმა დატოვა – საქსტატი

საქართველოდან ახალგაზრდების ემიგრაციის მასშტაბი კვლავ მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანა 20-დან...