მთავარისიახლეებიპოლიტიკა"იმაზე მეტს არასოდეს დაგპირდებით, რის შესრულებასაც ვერ შევძლებ“- ირაკლი ალასანია ზუგდიდელ ამომრჩევლებს...

“იმაზე მეტს არასოდეს დაგპირდებით, რის შესრულებასაც ვერ შევძლებ“- ირაკლი ალასანია ზუგდიდელ ამომრჩევლებს შეხვდა

Published on

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა  ირაკლი ალასანიამ დღეს   პარტიის ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივებს ოფიციალურად წარუდგინა. შეხვედრაზე ამომრჩევლებს პარტიის ლიდერები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიის პროგრამის იმ ძირითად საკითხებზე ესაუბრნენ, რომელსაც მათი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებენ.„მე თქვენ იმაზე მეტს არასოდეს დაგპირდებით, რის შესრულებასაც ვერ შევძლებ“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.ირაკლი  ალასანიამ მოსახლეობას არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ამოცანაა მათი სოციალური ფონისა და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, რისთვისაც ,,თავისუფალი დემოკრატების“ გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...