მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი მოსამართლეებს მოუწოდებს პოლიტიკოსებთან საჯარო დისკუსიებისგან თავი შეიკავონ

გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეებს მოუწოდებს პოლიტიკოსებთან საჯარო დისკუსიებისგან თავი შეიკავონ

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეებს მოუწოდებს, პოლიტიკოსებთან საჯარო დისკუსიებისგან თავი შეიკავონ. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ქვეყნის პირველი პირი მედიასთან საუბარში ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა.
„მინდა გამოვეხმაურო იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მედიაში, რომელშიც ჩართული არიან მოსამართლეები, პოლიტიკოსები. პროცესს, რომელიც, სამწუხაროდ, აზიანებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტს ჩვენი ქვეყნისა. მინდა მოვუწოდო მოსამართლეებს, მათი ძალიან მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, შეეცადონ და თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიისგან ერთმანეთთან, პოლიტიკოსებთან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.„მინდა ვთხოვო ასევე პოლიტიკოსებს, რომ იქნებ მოხერხდეს სხვა თემებზე გადართვა და მედიაში ჩვენი უმნიშვნელოვანესი, სახლემწიფოებრივი ინსტიტუტის ასეთი ფართო დისკუსიისგან დაცვა. იმედი მაქვს, რომ როგორც მოსამართლეები თავის მაღალი სტატუსით, ასევე პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად არსებობს რაღაცეები, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...