მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს დევნილებისთვის ბინების განაწილების კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ენმ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს დევნილებისთვის ბინების განაწილების კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

Published on

აფხაზეთიდან დევნილმა ნატო კიკალიშვილმა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში ჟურნალისტებთან საკუთარ პრობლემებზე ისაუბრა.კიკალიშვილს, როგორც თვითონ ამბობს, ბინა იმიტომ არ გადასცეს, რომ მისი ძმა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.ნატო კიკალიშვილის თქმით, 2013 წელს განაცხადის პასუხად სარეიტინგო 7 ქულა დუდგინდა, თუმცა მაშინ 32 ექვსქულიან ოჯახს გადაებინა გადაეცა. მოგვიანებით კი შვიდი ექვსი ქულით შეეცვალა. მისი განმარტებით ეს იმიტომ, რომ საშემოსავლო ნაწილში ექვსი ლარით მეტი დაუფიქსირდა.ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ქებურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო კიკალიშვილის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა. დევნილებისთვის ბინების განაწილების კორუფციულ გარიგებაში მან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დაადანაშაულა. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი უარყოფს. უწყების პრესსამსახურის  პაატა ლაგვილავას განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს გუბერნატორი, რომელიც წარმატებულია და რეგონისთვის სასიკეთო საქმეებს აკეთებს, ამიტომაც გასაკვირი არა არის, რომ ისინი სწორედ ლევან შონიას უპირისპირდებიან. მოვუწოდებთ ისაუბრონ ფაქტებით, წინააღმდეგ შემთხევევაში მათი საუბარი მხოლოდ ჭორაობაა.“ ხოლო რაც შეეხება დევნილთა სამმართველოს უფროსს, მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, ის იმ პერიოდში, რა პერიოდზეც ბრიფინგზე იყო საუბარი, უწყებაში არ მუშაობდა, მან განაცხადა რომ საქმის დეტალებს შეისწავლის და კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...