მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ე.წ. საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობაზე მმართველი გუნდის წევრების...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ე.წ. საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობაზე მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს ეხმაურება

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ე.წ. საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობაზე მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადებების ავტორებს ან არ წაუკითხავთ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ან არ ესმით მისი შინაარსი, ან განზრახ ახდენენ გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. პაპუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ
”უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების, ხელისუფლების წარმომადგენლების და სხვადასხვა პოლიტიკოსების, მათ შორის, ბოლო დღეებში ბ-ნი მამუკა მდინარაძის მხრიდან არაერთგზის გაკეთდა განცხადება, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც გამოიწვევდა არჩევნების ჩაშლას (რასაც ე.წ „საკონსტიტუციო გადატრიალებაც“ კი დაარქვეს), ვინაიდან დროის მოკლე მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საარჩევნო ოლქების ხელახალი ადმინისტრირება. 
რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადებების ავტორებს ან არ წაუკითხავთ გადაწყვეტილება ან არ ესმით მისი შინაარსი, ან განზრახ ახდენენ გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
უნდა აღინიშნოს, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობდა სულ 8 მოსამართლე და ისინი იყვნენ ერთსულოვანნი გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა პარლამენტის მიერ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენას და ერთხმად მიიჩნიეს, რომ ეს ნორმები შეესაბამებოდა კონსტიტუციას. ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას თეორიულადაც კი არ შეეძლო გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება და შესაბამისად არჩევნების ჩაშლა.

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...