მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნუ დაემორჩილებით შანტაჟს!'' - რუსთავი 2 - ის იურისტები საკონსტიტუციო...

,,ნუ დაემორჩილებით შანტაჟს!” – რუსთავი 2 – ის იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავენ

Published on

ბათუმში რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს ადვოკატები ბრიფინგს მართავენ. საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანიის მიერ შეტანილ სარჩელებს უკავშირდება. იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავენ. 
"ნუ დაემორჩილებით იმ ადამიანების შანტაჟს, რომლებმაც ქურდულად სპეციალურად მიიღეს კანონი, რომ ეს ინსტიტუცია დაენგრიათ,"- განაცხადა ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა. 
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელების ბედი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის გადასარჩენად.
"ხელისუფლების ჩარევით სასამართლომ უპრეცედენტო რამ გააკეთა და ერთხელ განხილული საქმეები ხელმეორედ განიხილა, ახალი მიმდინარეობს ზეწოლა და ვაჭრობა, რომ განხილული საქმეების შემედგ არ მოხდეს საქმეებზე გადაწყვეტილების გამოცხადებას. ნუ დაემორჩილებით იმ ადამიანების შანტაჟს, რომელმაც ქურდულად სპეციალურად მიიღეს კანონი, რომ ეს ინსტიტუცია დაენგრიათ,"- აღნიშნა მან.
 
ბიბილაშვილმა საქართველოს ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა.
"მიუხედავად იმისა, რა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს უზენაეს სასამრთლოში, გავაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ გავიმარჯვებთ,“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 
 
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს TV საქართველოს იურისტმა, დიმიტრი ძაგნიძემაც მიმართა. 
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მისი არსებობის მანძილზე მუდამ წარმოადგენდა ქვეყანაში კონსტიტუციური ღირებულებების და უფლებების დაცვის გარანტს, გვსურს მივმართოთ, საკონსტიტუციო სასამართლოს, კონსტიტუციური მართლმსაჯულება გულისხმობს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას კანონით განსაზღვრულ ვადებში. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ შემთხვევაში დადგენილია 9 თვე, რაც უკვე დარღვეულია, ვინაიდან ვადა უკვე ამოწურულია.
"საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი წევრების მიმართ ჩვენი თხოვნაა და მოწოდებაა, რომ ნუ აყვებიან ძალადობას, მუქარას, რომელიც მომდინარეობს ხელისუფლების მხრიდან, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ საერთო სასამართლოებში გამოტანილი იქნა უკანონო გადაწყვეტილებები,"- განაცხადა TV საქართველოს იურისტმა, დიმიტრი ძაგნიძემ. 

 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...