მთავარისიახლეებიმსოფლიოერდოღანმა დააგვიანა. პუტინმა მის მოლოდინში უხერხულობისგან თითიც კი შეიჩხიკინა...

ერდოღანმა დააგვიანა. პუტინმა მის მოლოდინში უხერხულობისგან თითიც კი შეიჩხიკინა ცხვირში

Published on

ვლადიმერ პუტინმა თურქი კოლეგა კონსტანტინეს სასახლეში მიიღო. მედია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა პრეზიდენტების პირველ მისალმებას. 
ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაამცირა  საჯაროდ პუტინი, როცა შეხვედრაზე დააგვიანა და აიძულა იგი მის მოლოდინში ასობით ჟურნალისტისა და  ჩართული  კამერის წინაშე მდგარს უხერხულობისაგან წამდაუწუმ  ეცვალა პოზა და ბოლოს თითიც კი შეიჩხიკინა ცხვირში – წერს თურქული მედია ერდოღანისა და პუტინის შეხვედრის კომენტირებისას. 
პუტინმა, რომელსაც შეურაცხყოფისაგან სახე ჰქონდა წაშლილი, ძლივს აიძულა თავი ღიმილის გრიმასა მოერგო სახეზე და მისალმებოდა აღმოსავლური ცბიერებით მოღიმარი ერდოღანისთვის. ინციდენტი ამით ამოიწურა და შეხვედრა,  როგორც მოსალოდნელიიყო კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა.
პირისპირ შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა. შეთანხმებაც მიღწეულია. რუსეთი ბომბდამშენის ჩამოგდების გამო დაწესებულ სანქციებს თურქეთს ეტაპობრივად მოუხსნის. განახლდება შეჩერებული პროექტები და ჩარტერული რეისები, რომელიც დეკემბრიდან შეჩერებულია.

ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა დასავლეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე გაიმართა. ევროკავშირი და შეერთებული შტატები ოფიციალურ ანკარას ამბოხების შემდეგ განხორციელებული მასობრივი დაკავებების გამო აკრიტიკებენ. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას კი სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის საკითხი იწვევს, რაც თურქეთის ხელისუფლებაში აქტიურად განიხილება. ოფიციალური ანკარა ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს და  სავიზო რეჟიმის გაუქმების კონკრეტული თარიღის დასახელებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ მიგრანტების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას შეწყვეტს.
 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...