მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ დავიცვათ თავი ორგანიზმის გადაციებისაგან, რომელსაც კონდიციონერი იწვევს?

როგორ დავიცვათ თავი ორგანიზმის გადაციებისაგან, რომელსაც კონდიციონერი იწვევს?

Published on

 დღეს ხშირად გაიგონებთ  სიტყვებს ,,კონდიციონერმა გამაცია''.
ყველა იცის, რომ ნებისმიერი დაავადების თავიდან აცილება უფრო იოლია,  ვიდრე მისგან განკურნება,   მაგრამ როგორ დავიცვათ თავი ორგანიზმის გადაციებისაგან, რომელსაც კონდიციონერით არასწორი სარგებლობა იწვევს?  
 
სპეციალისტები გვირჩევენ:  უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ სხვაობა  ქუჩასა და შენობაში ჰაერის ტემპერატურებს შორის,  რაც უნდა სიცხე იყოს ,  არ უნდა აღემატებიდეს 5-8 გრადუსს. სპეციალისტების აზრით, ოპტიმალური ტემპერატურა, რომლის დროსაც ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს და გაციების შანსი ნაკლებია,  არ უნდა აღემატებოდეს 22 – 23 გრადუსს, ამიტომ ნუ დააყენებთ რისკის ქვეშ საკუთარ თავს, რაც უნდა ძლიერი იყოს სურვილი,  ,,უცებ და მაგრად გაგრილდეთ''. 
ყურადღება მიაქციეთ ადგილის შერჩევას კონდიციონერის დამონტაჟებისათვის – ჰაერის ნაკადი თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს მთელ ოთახში და არავითარ შემთხვევში არ უნდა იყოს მიმართული იქ მსხდომ ადამიანებზე – მანძილი კონდიციონერსა და მათ  შორის არ უნდა იყოს 2-3 მეტრზე ნაკლები, ხოლო თუ კონდიციონერი უკვე დამონტაჟებულია, უნდა გამოვიყენოთ ჟალუზები , რომელიც გაფანტავს ჰაერს კედლებსა და ჭერზე. თუ ესეც არ გამოგვდის,  უკეთესია პერიოდულად გამოვრთოთ კონდიციონერი, სანამ ჰაერი კვლავ არ გადახურდება.
ნუ გამოაღებთ ფანჯარას და ნუ დატოვებთ კარს ღიად, რადგან ეს   ხელს უწყობსგამჭოლი ქარის წარმოშობას , რაც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის  
გაითვალისწინეთ ისიც, რომ აუცილებელია  კონდიციონერის მდებარეობასთან ერთად ვარეგულიროთ მისი მდგომარეობაც – თავის დროზე გამოცვალეთ და გაასაუფთავეთ ფილტრები დაგროვილი ჭუჭყისგან –  ამით თავიდან აიცილებთ ლეგიონელეზის ვირუსით დაავადებას. 
და ბოლოს,  გამუდმებით იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე, მაშინ ვერარა ვირუსი და დაავადება მოგერევათ.
 
 ცალკე საკითხია კონდიციონერი ავტომანქანაში. 
ოთახისგან განსხვავებით,  მანქანის სალონში ადგილი მცირეა ( რაც უნდა ვიცავდეთ პროპორციას კონდიციონერის სიმძლავრესა და სალონის მოცულობას შორის) და თავის დაცვაც უფრო გაძნელებული. 
სანამ მზის გულზე მდგარ გადახურებულ მანქანაში კონდიციონერს ჩართავდეთ, კარგად  გაანიავეთ სალონი- მცირე ხნით გამოაღეთ ფანჯრები და კარები. ნუ ჩართავთ კონდიციონერს თქვენთვის იმ მომენტში სასურველი სიმძლავრით – დააყენეთ დაბალზე და ნელ-ნელა მოუმატეთ სიმძლავრე,  ამასთან გახსოვდეთ, რომ კლიმატ – კონტროლის ყველაზე სრულყოფილი სისტემებიც კი შეიძლება ცდებოდნენ  სალონში არსებული რეალური ტემპერატირის განსაზღვრაში. 
კონდიციონერი ჩართეთ მხოლოდ მასშემდეგ, რაც დახურავთ კარ-ფანჯრებს, გახსოვდეთ ისიც , რომ თავად კონდიციონერიც ზიანდება თუკი მისი სიმძლავრე  არ შეესაბამება ავტოსალონის ფართობს.
არეგულირეთ კონდიციონერიდან მობერილი ჰაერის მიმართულებაც – ნუ მიუშვერთ მას ნურც თქვენს თავს და ნურც მგზავრებს, ცვალეთ ფილტრები ერთხელ მაინც სეზონში და კიდევ, ნუ დატოვებთ ჩართულს კონდიციონერს მზის გულზე მდგარ მანქანაში , ამან შეიძლება დააზიანოს მინები სალონსა და სალონს გარეთ ტემპერატურებს შორის დიდი სხვაობის გამო. გახსოვდეთ ისიც, რომ ხანგრძლივი და ნელი მოძრაობისას გამაგრილებელი და კლიმატ – კონტროლის სისტემები უფრო მაღალი დატვირთვით მუშაობს. 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...