მთავარისიახლეებიკულტურაქართული ფილმი ,,სხვისი სახლი '' ოსკარზეა წარდგენილი

ქართული ფილმი ,,სხვისი სახლი ” ოსკარზეა წარდგენილი

Published on

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კანდიდატი ფილმი ,,ოსკარის'' უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი" იქნება.
ფილმი 1990-იანი წლების საქართველოს ეხება. სიუჟეტი ომში ფიზიკურად გადარჩენილ ორ ოჯახზე მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება. 
 
"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. ფილმი რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამუშევარია. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.
 
ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი-ვარში შედგა,    ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალზე და გამარჯვებულიც გახდა. იგი  საუკეთესო ფილმად აღიარეს საკონკურსო პროგრამაში – East of the West . კინოფესტივალი ჩეხეთში 1-9 ივლისის პერიოდში მიმდინარეობდა..
 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...