მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმცირესობა საიდუმლო ბაზების სკანდალთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შეკრებასა და ...

საპარლამენტო უმცირესობა საიდუმლო ბაზების სკანდალთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შეკრებასა და საკითხის პარლამენტში განხილვას ითხოვს

Published on

საპარლამენტო უმცირესობა საიდუმლო ბაზების სკანდალთან დაკავშირებით  საგამოძიებო კომისიის შეკრებასა და  საკითხის პარლამენტში,  ნდობის ჯგუფის ფორმატში განხილვას ითხოვს.
ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებული არიან, რომ ქართული ოცნება შეთავაზებაზე უარს იტყვის. მათ არც პროკურატურის მიერ საქმის ადეკვატური გამოძიების იმედი აქვთ.
„„დღევანდელი პროკურატურის პირობებში შეუძლებელია, რომ ველოდოთ გამოძიებას,უფრო ბუნებრივი იქნებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა ძალიან ბევრჯერ გვქონდა ასეთი ინიციატივა და არც ერთხელ არ  შედგა. “-განაცხადა გივი თარგამაძემ.ბოდვის გაგრძელება არის ის, რომ ვითომ თავდაცვის სამინისტროდან გაიჟონა ინფორმაცია ვინმე წითელაშვილის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ ამ საკითხზე მოკვლევა ბოლომდე უნდა მიიყვანოს“- განაცხადა გივი თარგამაძემ.
საკანონმდებლო დონეზე საკითხის განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ უმრავლესობაში. პარალელურად, პროკურატურაში ამ დრომდე აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროსგან საიდუმლო ბაზებთან დაკავშირებით მასალა არ მიუღიათ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...