მთავარისიახლეებიმსოფლიოთავდამსხმელმა, რომელმაც ბელგიელი მღვდელი დანით აკუწა, შხაპის მიღების თხოვნით შეაღწია მსხვერპლის...

თავდამსხმელმა, რომელმაც ბელგიელი მღვდელი დანით აკუწა, შხაპის მიღების თხოვნით შეაღწია მსხვერპლის სახლში

Published on

ბელგიაში 65 წლის მღვდელს უცნობი მამაკაცი  დანით დაესხა თავს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ინციდენტი პროვინცია ლიმბურგში, ქალაქ ლანაკენში მოხდა. სასულიერო პირი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი, უკვე გაუკეთდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ამ დროისათვის ცნობილია, რომ თავდამსხმელმა სახლის კარზე მიუკაკუნა 65 წლის კიურეს – ჟო ბადერპლეს და სთხოვა ნებართვა  მის სააბაზანოში მიეღო შხაპი. სასულიერო პირმა შეუშვა იგი. საშხაპედან გამოსულმა მასპინძელს ახლა უკვე სხვა მოთხოვნა წაუყენა : მიეცა მისთვის მთელი თავისი თანხა და , როცა უარი მიიღო რამდენჯერმე ჩასცა მას დანა და მიიმალა. მღვდელმა, რომელიც სისხლისგან  იცლებოდა, გონის დაკარგვამდე მოასწრო სასრრაფო დახმარებაში დარეკვა.
ლანაკენის მერის განცხადებით, თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდება, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ლტოლვილია, ნორვეგიაში თავშესაფრის მაძიებელი, თუმცა იგი თავშესაფრის მაძიებელთა ადგილობრივ ცენტრში დარეგისტრირებული არ აღმოჩნდა.
ეს სასულიერიო პირზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა ბოლო კვირაში – 26 ივლისს ორი შეიარაღებული პირი საფრანგეთში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში შეიჭრა, იქ მყოფები მძევლად აიყვანა და 84 წლის მღვდელი დანით მოკლა.მაშინ პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...