მთავარისიახლეებიეკონომიკა,,ამ სასტუმროში მთელი გული ჩავდე '' - მიხეილ სააკაშვილი "ბილტმორ თბილისის'' შესახებ

,,ამ სასტუმროში მთელი გული ჩავდე ” – მიხეილ სააკაშვილი “ბილტმორ თბილისის” შესახებ

Published on

,,შევარდნაძის დროს ამ ადგილას უმახინჯესი ბეტონის საცხოვრებელი კორპუსი ჩადგეს კანონის უხეში დარღვევით. სწორი ვქენით, რომ ეს კორპუსი ავიღეთ, თან თითოეულმა მაცხოვრებელმა უკეთესი ბინა მიიღო პირველი სკოლის გვერდით. შემდეგ დავარწმუნე ჩემი ემირატელი მეგობარი შეიხი ნაჰაიანი, რომ ჩაედო ფული სასტუმროს მშენებლობაში. ამ კლასის სასტუმრო საქართველოში ჯერ არ აშენებულა, ის ასაქმებს ათასობით ადამიანს და მაღლა სწევს საქართველოს მარკას. ვიცი, ბევრისთვის ამ სასტუმროს მასშტაბი ზედმეტად ამოვარდნილია გარემოდან, არქიტექტურის მიმართ მეც კი მაქვს შენიშვნები, მაგრამ მაინც, ეს შენობა ყველა შემთხვევაში უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს დადაქალაქს და ამიტომ არც-ერთი წუთით არ ვნანობ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე მის აშენებაში. ისევე, როგორც ,,იმელი'' გადაკეთდა სასტუმროდ, ასევე წარმომიდგენია, რომ სახელმწიფო კანცელარია გადავაკეთოთ სასტუმროდ, ხოლო პარლამენტის ძველი შენობა რუსთაველზე სჯობს ერთ-ერთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს გადაეცეს კამპუსის გასათავსებლად.

ამ სასტუმროს, ისევე როგორც ასობით სხვა აღმშენებლობით პროექტში მთელი გული ჩავდე. ყოველთვის 100% შედეგი არ მქონდა, მაგრამ იმედია შანსი მოგვეცემა ამ დიდი აღმშენებლობის გაგრძელების ახალი ენერგიით თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ.''
ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი  საქართველოს საუკეთესო სასტუმროს,  7-ვარსკვლავიანი  "ბილტმორ თბილისის" დღევანდელ საზეიმო გახსნას.
 
(The Biltmore Hotel Tbilisi). „ბილტმორი“ ლუქს-კლასის სასტუმროების მარკაა, რომელიც „ბილტმორ თბილისის“ სახით, საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველ წარმომადგენლობას ხსნის. "ბილტმორ თბილისის" სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარია. ასეთი სასტუმრო დღეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაშია. სასტუმრო „"ბილტმორთან" ერთად იგეგმება „იმელის" რესტავრირებული შენობის გახსნაც.
ბილტმორ თბილისის“ გახსნის საზეიმო ცერემონია  დუბაის ცნობილი ცათამბჯენის ბურჯ ხალიფას გახსნის ცერემონიის მსგავსი იქნება, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკებით იყო გამორჩეული. ულამაზესი ფეიერვერკების ფონზე, ქართველი და უცხოელი შემსრულებლები კონცერტს გამართავენ.

გალა „ბილტმორ თბილისის“ მფლობელ „დაბი ჯგუფის“ და „ტერა ბანკის“ ორგანიზებით იმართება და 5,000 ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ელოდება.
ღონისძიებას დაესწრებიან მსოფლიო მედიის – BBC, CNN, SKYNEWS-ის  წარმომადგენლები, სტუმრები და VIP პერსონები მთელი მსოფლიოდან.
გახსნის ცერემონია 2 მილიონი დოლარი დაჯდა და მასზე გერმანელი, იტალიელი და არაბი სპეციალისტები ახლაც მუშაობენ. ის 3 საათს გასტანს და მისი ორგანიზატორები თბილისს დაუვიწყარ სანახაობას პირდებიან. ულამაზესი ფეიერვერკების ფონზე, ქართველი და უცხოელი შემსრულებლები კონცერტს გამართავენ.
გალა „ბილტმორ თბილისის“ მფლობელ „დაბი ჯგუფის“ და „ტერა ბანკის“ ორგანიზებით იმართება და 5,000 ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ელოდება.სასტუმროში  უკვე დაჯავშნულია დიდი რაოდენობით ნომერი, რეზერვაციები მიღებულია მრავალი ქვეყნიდან და  ქალაქიდან მათ შორის  დუბაიდან, აბუდაბიდან, ბაჰრეინიდან.
 

 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...