მთავარისიახლეებისამართალიდუისში დააკავეს ახალგაზრდა, რომელმაც ფეისბუქზე მუქარის შემცველი ტექსტი განათავსა

დუისში დააკავეს ახალგაზრდა, რომელმაც ფეისბუქზე მუქარის შემცველი ტექსტი განათავსა

Published on

პანკისში დააკავეს 23 წლის ახალგაზრდა , რომელმაც  facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა  თბილისში შესაძლო აფეთქებაზე მუქარის შემცველი ტექსტი და ფოტო .
  აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებებს სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი აწარმოებს.  როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, 29 ივლისს, გვიან ღამით სოციალურ ქსელში ფეისბუკმომხმარებელმა, რომელსაც პროფილის სურათად ISIS-ის ტერორისტის ომარ ალ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) ფოტო აქვს, აფეთქების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა სტატუსთან ერთად, რომელიც თბილისში 12:30 საათზე „ფეირვერკის“ შესახებ იტყობინებოდა. აღნიშნული პოსტი ინტერნეტმომხმარებლებმა თბილისში შესაძლო აფეთქების მუქარად მიიჩნიეს.
დაკავებული სოფელ დუისში მეუღლესთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ხეობაში ახალგაზრდას და მის ოჯახს დადებითად ახასიათებენ და დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან მის კავშირს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მან უბრალოდ იხუმრა. .
 
 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...