მთავარისიახლეებიპოლიტიკათურქეთში, ინჯირლიკის სამხედრო ბაზასთან აქციის მონაწილეებმა აშშ-ის დროშა დაწვეს და ბაზის დახურვა...

თურქეთში, ინჯირლიკის სამხედრო ბაზასთან აქციის მონაწილეებმა აშშ-ის დროშა დაწვეს და ბაზის დახურვა მოითხოვეს

Published on

თურქეთში მდებარე ინჯირლიკის სამხედრო ბაზასთან ანტიამერიკული საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.მათ აშშ-ის დროშა დაწვეს და თურქეთის ხელისუფლებისგან ბაზის დახურვა მოითხოვეს.რუსული პრესა წერს, რომ თურქული გამოცემა Yeni Safak-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ამერიკელი თადარიგის გენერალი ჯონ კემპბელი ინჯირლიკის ბაზაზე სამხედრო გადატრიალების წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს ატარებდა და დახმარებას უწევდა. ინჯირლიკის ავიაბაზა თურქეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია ადანაში მდებარეობს. ავიაბაზაზე განლაგებულია საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში არიან ჩართული.

სიახლეები

საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ს სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ მიიღო....

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის...

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...