მთავარისიახლეებიმსოფლიოზუს­ტად არა­ვინ იცის, რამ­დე­ნი ქარ­თ­ვე­ლი შეეწირა პირველ მსოფლიო ომს, მაგრამ საქართველო მსოფლიო...

ზუს­ტად არა­ვინ იცის, რამ­დე­ნი ქარ­თ­ვე­ლი შეეწირა პირველ მსოფლიო ომს, მაგრამ საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ხელახლა სწორედ ამ ომის შემდეგ გამოჩნდა

Published on

1914 წლის 28 ივლისს  პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ამ ომის შედეგებმა მკვეთრად შეცვალა მსოფლიო წესრიგი და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. სწორედ ამ ომის მიმდინარეობისას მოიპოვა დამოუკიდებლობა საქართველომ და ჩამოყალიბდა იმ საზღვრებში, რომელშიც  არსებობს დღემდე მსოფლიოს რუქაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ახორციელებს იურისდიქციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
 
ომი მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა ევროპელი მონაწილეებისათვის. დაიღუპა 10 მილიონზე მეტი ადამიანი, დაინგრა სოფლები და ქალაქები. ამ ნგრევას ვერც შევადარებთ ბევრად უფრო სასტიკ და დამანგრეველ მეორე მსოფლიო ომს, მაგრამ ბრიტანეთმა და საფრანგეთმა პირველ მსოფლიო ომში ბევრად უფრო დიდი ადამიანური დანაკლისი განიცადეს, ვიდრე მეორეში.
ომის შედეგად 1918 წელსვე დაიწყო მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკური რუკის შექმნა.დაიშალა ოთხი იმპერია – ავსტრია-უნგრეთი, გერმანია, რუსეთი და ოსმალეთი და მონარქიების ნანგრევებზე ახალი სახელმწიფოები შეიქმნა.
საქართველო მსოფლიო ომში მონაწილეობდა, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი. აქედანაც ბევრი ადამიანი გაიწვიეს, ძირითადად დასავლეთის ფრონტზე, რადგან ოსმალეთთან ფრონტი უფრო გვიან გაიხსნა. ბევრმა ქართველმა გენერალმა, ოფიცერმა და ჯარისკაცმა რუსეთის იმპერიის დროშის ქვეშ გმირულად იბრძოლა. ვინ იყ­ვ­ნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და რის­თ­ვის იბ­რ­ძოდ­ნენ? რას იცავ­დ­ნენ და რი­სი სჯე­რო­დათ? ამ ომის თით­ქ­მის 10 მი­ლი­ო­ნი­ან მსხვერ­პ­ლ­ში ზუს­ტად არა­ვინ იცის, რამ­დე­ნი იყო ქარ­თ­ვე­ლი.
უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ სწორედ ომის დროს, როდესაც რუსეთი ფაქტობრივად დამარცხდა გერმანიასთან ომში, შესაძლებელი გახდა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გამხდარიყო. მართალია, იმდროინდელ საქართველოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიის – სოციალ-დემოკრატების მემარჯვენე ფრთის, ე.წ. მენშევიკების – ხელმძღვანელობას სოციალისტური გარდაქმნები მთელ რუსეთის იმპერიაში უნდოდა და რუსეთისაგან საქართველოს გამოყოფაზე თავიდან არ ფიქრობდა, მაგრამ ისტორიულმა რეალობამ აიძულა მენშევიკები დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლები გამხდარიყვნენ. მსოფლიო ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 28 და 30 მაისს მას მიბაძეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
1920 წლის 7 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ ცნო. 1921 წლის დამდეგს "ანტანტის" ქვეყნებმაც გვაღიარეს, მაგრამ ერთა ლიგაში საქართველო არ მიიღეს, რადგან მსოფლიო ომში გამარჯვებულ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს არ შეეძლოთ მისი დაცვა მოსალოდნელი აგრესორისაგან. ამიტომაც დამოუკიდებელი საქართველო, სამხრეთ კავკასიის ორ სხვა რესპუბლიკასთან ერთად, ამჯერად კომუნისტური მთავრობის მქონე რუსეთის მსხვერპლი გახდა.
მაგრამ ომის პერიოდში მოპოვებული დამოუკიდებლობის ორი-სამი წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფოების ფორმირება დაწყებულიყო. 1920-1921 წლებში სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებულ რუსეთს მოუხდა შექმნილი რეალობების გათვალისწინება და აქ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შექმნა, რომლებიც, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, თუნდაც ფიქტიურად გამოცხადებული "სუვერენული სახელმწიფოების" სტატუსით და კავშირიდან "თავისუფალი გასვლის" უფლებით. საბჭოთა კონსტიტუციის ეს დათქმა 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად 15 ახალი სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების საფუძველი გახდა. სხვათა შორის, საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი რუსეთმა 1920 წლის 7 მაისს აღიარა. სხვა საქმეა, რომ იმავე რუსეთმა 2008 წელს ეს საზღვარი დაარღვია.
 

სიახლეები

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...