მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ არ ესწრებიან მთავრობის სხდომას თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი

რატომ არ ესწრებიან მთავრობის სხდომას თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი

Published on

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა „რესპუბლიკელი“ მინისტრების გარეშე მიმდინარეობს. მთავრობის სხდომას არც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ ესწრება.
რესპუბლიკელი მინისტრები არ ესწრებოდნენ გუშინ, გვიან ღამით  გამართულ შეხვედრასაც  პრემიერმინისტრსა და მინისტრებს შორის.
.„მთავრობის სხდომაზე ჩემი მოადგილეა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჯერ თანამდებობა არ დამიტოვებია. მოადგილე იმისთვის არსებობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შემენაცვლოს. ეს რუტინული ამბავია,” – განაცხადა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
თავდაცვის სამინისტროში ხიდაშელის სხდომაზე გამოუცხადებლობას უკავშირებენ იმას, რომ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მიმდინარეობს სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2016“.  უწყების განმარტებით, მინისტრს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თანამდებობა ჯერ არ დაუტოვებია. 
მხოლოდ  დღეს გახდება ცნობილი, რაზე იმსჯელეს მინისტრებმა და პრემიერმა გუშინდელ შეხვედრაზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ  გუშინდელ შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი  გიორგი მღებრიშვილი,  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძე და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მათ  მთავრობის ადმინისტრაცია უკომენტაროდ დატოვეს, თუმცა ამ უკანასკნელმა დღეს გაააკეთა განცხადება, რომ პრემიერთან "გუშინდელ შეკრებას სამთავრობო ცვლილებებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია".
მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელიც იმყოფებოდა.
 
 
 
 

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...