მთავარისიახლეებისაზოგადოებაფალსიფიცირებული PERSIL და ARIEL შესაძლოა ზუგდიდის ბაზარზეც მოხვდა

ფალსიფიცირებული PERSIL და ARIEL შესაძლოა ზუგდიდის ბაზარზეც მოხვდა

Published on

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი ფხვნილების PERSIL-ისა და ARIEL-ის კუსტარული წესით დამზადებისათვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. 
 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოვლენილია სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტი და აღნიშნული ბრალდებით დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე. 
 
მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გადირ ახმედოვი, ოქტაი მამედოვი და ალი ნურიევი საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის კუსტარული წესით დამზადებას და ათავსებდნენ ცნობილი ბრენდების, PERSIL- ისა და ARIEL- ის პაკეტებში შემდგომში რეალიზაციის მიზნით. საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები. 
 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

სიახლეები

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...

ნიდერლანდების პარლამენტში საქართველოს საკითხის შესახებ განხილვა მიმდინარეობს

ნიდერლანდების პარლამენტში საგარეო კომიტეტზე საქართველოს საკითხის შესახებ განხილვა მიმდინარეობს - ნიდერლანდელი დეპუტატები უსმენენ სამ...

საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ს სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ მიიღო....