მთავარისიახლეებიმსოფლიოCNN Turk - ,,დიდი წმენდა თურქეთის არმიაში''

CNN Turk – ,,დიდი წმენდა თურქეთის არმიაში”

Published on

CNN Turk-ის  ცნობით, გუშინ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულთა შორის 10 000 სამხედრო მოსამსახურეა. ხელისუფლებამ ასევე 1 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის, მათ შორის 149 გენერლისა და ადმირალის დათხოვნა დაანონსა. 
თურქეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ გააკეტა განცხადება, რომელშიც მითითებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართულ მეამბოხეთა დაზუსტებული რიცხვი –  8, 7  ათასი – სამხედრო მოსამსახურე. ეს თურქეთის არმიის კონტინგენტის 1,5 % შეადგენს, თურქეთის არმია კი რიცხოვნებითა და  საბრძოლო პოტენციალით (თუ მხედველობაში არ  მივიღებთ  ტომურ იარაღს), მეორე ადგილზეა  ნატოს ქვეყნების არმიებს შორის ამერიკის შემდეგ.
 
Global Power-ის აღრიცხვით, თურქეთის არმიაში 400 ათას ადამიანზე მეტი მსახურობს, ხოლო რეზერვში 185 ათასი ადამიანი ირიცხება (ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 760 ათას ადამიანზე მეტია ხოლო რეზერვში ქვეყანას 2,4 მილიონი მოქალაქე ჰყავს).
 
Global Power-ის ინდექსის მიხედვით კი თურქეთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის შეიარაღებულ ძალთა ათეულში ბოლო ადგილს იკავებს. ეს რეიტინგი უამრავ ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის შეიარაღებული ძალების რიცხვს, ტექნიკის ხარისხს, ფინანსურ მდგომარეობას და ელექტროენერგიის წარმოებასაც კი. 
სამხედრო საჰაერო ძალებში 1020 ვერტმფრენი შედის, რუსებს კი 3,5 ათასი ვერტმფრენი ჰყავთ. ავიაგამანადგურებელთა თანაფარდობა თურქეთსა და რუსეთს შორის კი შემდეგგვარია: 223/769. 
თურქეთის არმიაში 3778 ტანკია, მათგან დაახლოებით 300 თანამედროვე Leopard 2-ია, ხოლო დანარჩენი შედარებით ძველი მოდელები: Leopard 1, M60, M48.
თურქეთს სუსტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს, თუმცა შეიარაღებულ ძალებში საკმაო რაოდენობითაა მსუბუქი, რეაქტიული, თვითმავალი, ბრონირებული და მისაბმელიანი ტექნიკაც. 
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...