მთავარისიახლეებიმსოფლიობარაქ ობამა: პრეზიდენტად მუშაობისთვის ჰილარი კლინტონზე კვალიფიცირებული არც მე ვარ, არც ბილ...

ბარაქ ობამა: პრეზიდენტად მუშაობისთვის ჰილარი კლინტონზე კვალიფიცირებული არც მე ვარ, არც ბილ კლინტონი და არც არავინ სხვა

Published on

,,უფრო კვალიფიციური მამაკაცი ან ქალი კანდიდატი, ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე არ ყოფილა -ჰილარი კლინტონი უკან არ დაიხევს, ვიდრე ISIS არ განადგურდება.- განაცხადა  შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ  დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე და განმარტა, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ამერიკელებმა ჰილარი კლინტონს. 
“დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად მუშაობისთვის ჰილარი კლინტონზე კვალიფიცირებული არც მე ვარ, არც ბილ კლინტონი და არც არავინ სხვა. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ჩვენს დაზვერვასთან, დიპლომატებთან, სამხედროებთან, მას აქვს შეფასების უნარი, გამოცდილება და უნარი გაუმკლავდეს ტერორიზმის საფრთხეს. ეს მისთვის სიახლე არ არის,” – განაცხადა ბარაკ ობამამ.
პრეზიდენტის გამოსვლამდე კი საჯაროდ დაუჭირეს მხარი ჰილარი კლინტონს ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ. „საფრთხეები ძალიან დიდია და დროება ძალიან არასაიმედო იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად ავირჩიოთ,“ – განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.
დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ამომრჩევლებს დღეს სიტყვით მიმართა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა. თიმ ქეინმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი მის დამოკიდებულებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ.
დემოკრატებს ყოფილმა თავდაცვის მდივანმა, ლეონ პანეტამაც მიმართა.
მან  განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობის კვალიფიკაციური კანდიდატი და ერთადერთი არჩევანია.
„შემიძლია გითხრათ, რომ ამ არჩევნებზე პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატია, რომელსაც აქვს გამოცდილება, ტემპერამენტი და გონიერება, იყოს უმაღლესი მთავარსარდალი და ის ჰილარი კლინტონია,“ – განაცხადა ლეონ პანეტამ.
ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად ფილადელფიაში არაერთი ცნობილი მომღერალი და მსახიობია ჩასული. 
 

სიახლეები

გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა....

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...