მთავარისიახლეებისაზოგადოებაფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნილია

ფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნილია

Published on

შსს-მ 5 თვის წინ ფონიჭალაში ჩადენილი დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნა. უწყების ინფორმაციით, 3 წლის გოგონას ბრალდებულმა ცივი იარაღით 16 ჭრილობა მიაყენა, დედის გარდაცვალების მიზეზი ასევე დანით მიყენებული 29 ჭრილობა გახდა.
გამოძიების ცნობით, ცეცხლი ბრალდებულმა უკვე დანაშაულის ცადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გააჩინა. უწყების ინფორმაციით, დანაშაული ოჯახის ახლობელმა ჩაიდინა.
როგორც მოკლულის მეუღლე  ოთარ მამფორია აცხადებს, გიორგი ხაბელაშვილი, რომელიც ბრალდებულია ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში, იყო ოჯახის ახლობელი. მისივე თქმით, ხაბელაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ისინი სახლში ფულს ინახავდნენ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხაბელაშვილმა ერთ-ერთ პიროვნებას სთხოვა, რომ ის შესულიყო სახლში ფულის გამოსატანად, რაზეც უარი მიიღო და მოგვიანებით კი 22 თებერვალს თავად მივიდა, რა დროსაც საქმის მასალების მიხედვით ნონა რომანაძეს 29 სასიკვდილო ჭრილობა, ხოლო მის 16 ჭრილობა მიაყენა.
„იცოდა, რომ ფულს ვაგროვებდი, ბინისთვის ვაგროვებდი. ბინა ჩემზე გაფორმებული არ მაქვს და ბინის ყიდვა მინდოდა. თვითონ სხვას უთხრა, რომ თუ შეხვალ და თუ გამოიტანო, მე მიცნობენ. ჩემთან მეგობრობდა, ჩემთან ერთად დადიოდა,“-განაცხადა მოკლულის მეუღლემ.
მომხდარზე გამოძიება 109-ე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, არც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
 
 
 
 
 

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...