მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორი ალექსი ლომია თანამდებობიდან გადააყენა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორი ალექსი ლომია თანამდებობიდან გადააყენა

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორი ალექსი ლომია თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ „აბხაზიაინფორმი“ იუწყება.მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა დე ფაქტო პარლამენტს ლომიას გათავისუფლების ინიციატივა განსახილველად 26 ივლისს წარუდგინა.დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერის ვალერი ბგანბას განცხადებით, ალექსი ლომიამ გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა და „პრეზიდენტის“ წარდგინება ამ განცხადების საფუძველზე განხორციელდა.დეპუტატების კითხვაზე, თუ რა იყო ლომიას თანამდებობის დატოვების მიზეზი, ბგანბამ უპასუხა, რომ ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მისი თქმით, თავად ყოფილი ე.წ. გენპროკურორი მიზეზად იმას ასახელებს, რომ ვერ უმკლავდება სამუშაოს.

სიახლეები

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...

ნიდერლანდების პარლამენტში საქართველოს საკითხის შესახებ განხილვა მიმდინარეობს

ნიდერლანდების პარლამენტში საგარეო კომიტეტზე საქართველოს საკითხის შესახებ განხილვა მიმდინარეობს - ნიდერლანდელი დეპუტატები უსმენენ სამ...

საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ს სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ მიიღო....