მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სამართლიანი არჩევნები'' სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების , ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული...

,,სამართლიანი არჩევნები” სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების , ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანმა არჩევნებმა'' წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. 
 
მასში ნათქვამია, რომ  1-დან 18 ივლისის ჩათვლით გამოვლინდა ზეწოლის მუქარის 2, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი.
„ყველაზე უფრო საყურადღებოა სავარუდო მოსყიდვის ფაქტები, რომელიც ერთ შემთხვევაში ქართული ოცნების, ხოლო მეორე შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გაჩნდა კითხვები. ასევე არის სხვა დარღვევები, მათ შორის სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლება, ასევე ზეწოლა მუქარის ფაქტები,“- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ. 
 
დოკუმენტში არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე და მათ არასაკმარისად მიიჩნევს.
 
სამართლიანი არჩვენები ანგარიშში  ადგილობრივ თვითმმართველობებს, პოლიტიკურ პარტიებსა და უწყებათაშორის კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს.

სიახლეები

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...