მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: ,,რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო...

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: ,,რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში”

Published on

რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ამბასადორიალი 2016-ზე სიტყვით გამოსვლისას გაააკეთა.
 
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩებს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ასამაღლებლად ეწევიან და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა.
 
„ჩვენ ვართ ამავე დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა. ეს ლიდერობა უკვე ასახულია იმ შეთანხმებებში, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს უკვე თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირების შეთანხმება და ბუნებრივად ამ შეთანხმებების გაგრძელებად, ჩვენ ველით თავისუფალი უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც ვიცით, რომ გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში," – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის პოლიტიკას ოკუპირებულ რეგიონებში და მას საერთაშორისო ურთიერთობების და ფასეულობების დაცინვა უწოდა. "უნდა გაღრმავდეს ის განცდაც და ის შეხედულებაც, რომ რუსეთის პოლიტიკა არასდროს არ იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში და ის იმიტაცია საერთაშორისო ურთიერთობებისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ე.წ . აფხაზეთის და ე.წ. ოსეთის სახელმწიფოებთან, რაღაცა ტიპის დიპლომატიური შეთანხმებით, არის მხოლოდ დაცინვა საერთაშორისო ურთიერთობებზე,“-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

სიახლეები

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...

დანაშაული აღიარა – პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო...

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა...

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. განცხადების თანახმად,...