მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ გიორგაძე - ოპერის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

მიხეილ გიორგაძე – ოპერის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

Published on

 

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულები არიან, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულები არიან, – ამის შესახებ კულტურისა და ძელგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს განცხადება ჯერ არ დაუწერია. მინისტრის თქმით, განკარგულება გაიცა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი აუდიტის სამსახურმა შეამოწმოს, რის გამოც ალექსანდრე მოწონელიძე დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ინიშნება. 
„სამუშაო დღე დასრულდა. ოპერისა და ბალეტის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ გაითვალისწინა ჩვენი შეთავაზება და შესაბამისი განცხადებით მოგვმართა. თუმცა, სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ დავით კინწურაშვილს აქამდე განცხადება არ მოუტანია. ამიტომ მე უკვე გავეცი შესაბამისი განკარგულება მისი გათავისუფლების შესახებ. ბრძანება, რომელიც ამ წუთებში მზადდება ხელმოწერისთანავე შევა ძალაში. ასევე გავეცი განკარგულება, რომ ჩვენმა აუდიტმა შეისწავლოს თეატრის მდგომარეობა. ბუნებრივია, ამ პერიოდში პასუხისმგებელი პირია საჭირო. ამიტომ დროებით ალექსანდრე მოწონელიძე შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, ხოლო შემდგომში ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით სამინისტრო იმსჯელებს და თავის გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობს“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...