მთავარისიახლეებიპოლიტიკადაკავებულია პაატა ბურჭულაძის პარტიის რამდენიმე წევრი

დაკავებულია პაატა ბურჭულაძის პარტიის რამდენიმე წევრი

Published on

პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი დააკავეს წუხელ სამართალდამცველებმა. შემთხვევა თბილისში, პოლიტიკური მოძრაობის თემქის ოფისთან მოხდა. პარტიის წევრების მტკიცებით, სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში მათი ოფისიდან გასულ პირებს ახსნა-განმარტების გარეშე ჩხრეკდნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანა მათ შემოწმების მიზნით გააჩერეს, რასაც მოგვიანებით დაპირისპირება და ორი პირის დაკავება მოჰყვა. ამ ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ავრცელებს. გამოძიება დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ინციდენტის შედეგად დაზიანდა ავტომობილიც, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...