სამეგრელოში რიგით მეცხრე ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც სატყეო საკითხებთან დაკავშირებით რეგიონის მასშტაბით იმუშავებს. ის კოორდინაციას გაუწევს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს.პროექტის მიზანია საქართველოში სატყეო რეფორმის წარმატებით განხორციელებამას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი „სენი“ გარემოსდაცვის სამინისტროსთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.შეხვედრის ფასილიტატორია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო. შეხვედრის მონაწილეებს ის ანგარიშიც მოისმინეს, სადაც იმ ალტერნატიულ გზებზეა საუბარი, რაზეც ტყის მდგრადობის საკითხებზე ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს.