მთავარისიახლეებიპოლიტიკასტამბოლის მერი “მოღალატეთა სასაფლაოს” გაკეთებას გეგმავს

სტამბოლის მერი “მოღალატეთა სასაფლაოს” გაკეთებას გეგმავს

Published on

სტამბულის მერის კადირ ტოფბაზის განცხადებით, მზადაა ქალაქში გამოყოს მიწა, სადაც “მოღალატეთა სასაფლაო” გაკეთდება. ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euroline.ge წერს. “მე გავეცი ბრძანება შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, სადაც მოღალატეებისთვის სპეციალური სასაფლაო გაკეთდება და გამვლელებს ექნებათ საშუალება დაწყევლონ ისინი და მათ საფლავებში მოსვენება არ ექნებათ”, – განაცხადა ტოფბაზიმ.16 ივლისს, რამდენიმე საჯარისო დანაყოფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა. ამბოხს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი აშშ-ში მცხოვრები, მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან მოვალეობები შეუწყვიტეს.
ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=8866
 
წყარო: ინტერპრესნიუსი

სიახლეები

“აზოვმა” გარდატეხა შეიტანა ოკუპანტთა გარღვევაში, 600 ოკუპანტი “გრუზ 200″-ად იქცა…”

ბესიკ ლაგვილავა “აზოვის” შესახებ წერს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს აღტაცებას ყოფილი პოლკის, ამჯერად კი...

ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს შევხვდები – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ორშაბათს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს და აშშ-ის...

“პატივცემულო ბადრა ზურაბოვიჩ…” – პუტინმა გუნბას დაბადების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ბადრა გუნბას დაბადების დღე მიულოცა....

ტრამპი-პუტინის შეხვედრის საერთაშორისო ექო – რას ველოდით და რა გამოვიდა

ამერიკელი კომენტატორების საწყისი რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ალასკაში –...