მთავარისიახლეებისამართალიადვოკატის თქმით, იგორ გიორგაძე საქართველოში, სავარაუდოდ, სასამართლო განხილვების დასრულებამდე არ დაბრუნდება, რადგან...

ადვოკატის თქმით, იგორ გიორგაძე საქართველოში, სავარაუდოდ, სასამართლო განხილვების დასრულებამდე არ დაბრუნდება, რადგან მოსალოდნელია დააპატიმრონ

Published on

 საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
მისი განცხადებით,  გიორგაძის საქმის სასამართლო განხილვებისდასრულებამდე მისი საქართველოში დაბრუნება მიზანშეწონილი არაა, რადგან  შესაძლოა იგიო ქვეყნ სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავონ. 
” სანამ სასამართლოს მიერ არ იქნება განხილული ობიექტურად და სამართლიანად საქმე, ვფიქრობ, იგორ გიორგაძის ჩამოსვლა საქართველოში არ იქნება მიზანშეწონილი, თუნდაც დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, ვინაიდან შიდა ეროვნულ დონეზე, შეიძლება სამართლებრივი რეაგირების განხორციელება. კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ ძებნილი პირის მიმართ საქმის განხილვა მის დაუსწრებლად განხორციელდეს”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. 
მისივე თქმით, დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი, რომ იგორ გიორგაძის მიმართ, ობიექტური და სამართლიანი სასამართლო განხილვების შემთხვევაში, ის გამართლდება. 
”იგორ გიორგაძის მიმართ არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. ის ამჟამად ბრალდებულის მაღალი სტატუსის მქონე პირია. შესაბამისად სასამართლო გამოძიების პროცესში უნდა დადასტურდეს, ან უარყოფილი იქნეს ის ბრალი, რომელიც მას წარდგენილი აქვს. სამართლიანი განხილვის პირობებში იგორ გიორგაძის უდანაშაულობის დადასტურება გარანტირებულია”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. 
საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად იგორ გიორაძემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ინტერპოლის სამდივნომ მისი საქმის განხილვის შემდეგ მიიღო.
 
თავის მხრივ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა აღდგეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, წინა შემთხვევების მსგავსად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...