მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ჩრდილს აყენებს მომავალ არჩევნებს'' - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატთა...

,,ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ჩრდილს აყენებს მომავალ არჩევნებს” – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატთა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

Published on

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართავენ და მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება და პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას. მათი მოსაზრებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის პატიმრობა მაშინ, როდესაც მის მიმართ მე-18 მუხლით უზრუნველყოფილი უფლების დარღვევაა დადგენილი ევროპული სასამართლოს მიერ, ჩრდილს აყენებს მომავალ არჩევნებს.
 
"საქართველო წელს გადამწყვეტი მნიშვნელობის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს. უკვე მერამდენედ ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციის წევრი პარლამენტარებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი პირების მიერ ორგანიზებული ძალადობრივი თავდასხმის ფაქტების შესახებ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დასაჯოს კანონდამრღვევები. ამ პასუხისმგებლობის არაერთი უგულებელყოფა ხელისუფლების მიერ სერიოზულ კითხვებს აჩენს თანაბარ საარჩევნო პირობებთან დაკავშირებით.
14 ივნისის ისტორიული გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანთან, ვანო მერაბიშვილთან მიმართებით. ბატონი მერაბიშვილი მესამე პოლიტიკური ფიგურაა, რომლის მიმართაც ამ მუხლის დარღვევა დადგინდა ევროპული სასამართლოს მიერ.
უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრთა კომიტეტი ამ მუხლის დადგენის შემთხვევაში ყოველთვის პირის დაუყოვნებელ გათავისუფლებას და მისთვის წარდგენილი ყველა ბრალის მოხსნას ითხოვს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლებამოსილება და პატივი სცეს გადაწყვეტილებას.
მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის პატიმრობა მაშინ, როდესაც მის მიმართ მე-18 მუხლით უზრუნველყოფილი უფლების დარღვევაა დადგენილი ევროპული სასამართლოს მიერ, ჩრდილს აყენებს მომავალ არჩევნებს", – წერია მიმართვაში.
 
მიმართვას ხელს 45 პარლამენტარი აწერს. მათ შორის არიან სოციალისტები, ლიბერალ-დემოკრატები, ევროპის სახალხო პარტიის წევრები, კონსერვატორები და დამოუკიდებელი დეპუტატები.
 
შეგახსენებთ, გუშინ რუსთავი 2 – ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.მისი  თქმით, გადაწყვეტილებაში წერია, რომ მერაბიშვილის უფლებები სახელმწიფომ დაარღვია, მაგრამ მისი პატიმრობაში ყოფნა არის თუ არა პოლიტიკური განზრახულობა, ეს სტრასბურგს არ უწერია.
"ნებისმიერ ბრალდებულ ადამიანს აქვს თავისი უფლებები და ის უფლებები ისევე უნდა დაიცვას სახელმწიფომ, განსაკუთრებით როდესაც ეს ადამიანი დაპატიმრებულია, როგორც იცავს ნებისმიერი კანონმორჩილი ადამიანის უფლებებს. ვანო მერაბიშვილის ბრალდებულობა არ მდგომარეობს იმაში, რომ მას ყველა უფლება აქვს წართმეული, მისი სხვა უფლებების შელახვა მიუღებელია.
"ის ადამიანები, ვინც შელახეს მერაბიშვილის უფლებები და ვინც ამის კვალობაზე საქართველოს ინტერესები შელახა, ქართული სახელმწიფო დააყენა სტრასბურგის ასეთი მძიმე გადაწყვეტილების წინაშე, უნდა იქნენ დასჯილნი. უნდა ჩატარდეს გამოძიება, რა მოხდა მერაბიშვილთან მიმართებაში და უნდა ჩატარდეს გამოძიება, რატომ არ ჩატარდა თავის დროზე გამოძიება," – განაცხადა მარგველაშვილმა. 
რაც შეეხება იმას, როგორია პრეზიდენტის მოლოდინი, იქნება თუ არა ეს საქმე გამოძიებული, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. რომ "ადრე თუ გვიან იქნება გამოძიებული". 
 
 

 

სიახლეები

“აზოვმა” გარდატეხა შეიტანა ოკუპანტთა გარღვევაში, 600 ოკუპანტი “გრუზ 200″-ად იქცა…”

ბესიკ ლაგვილავა “აზოვის” შესახებ წერს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს აღტაცებას ყოფილი პოლკის, ამჯერად კი...

ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს შევხვდები – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ორშაბათს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს და აშშ-ის...

“პატივცემულო ბადრა ზურაბოვიჩ…” – პუტინმა გუნბას დაბადების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ბადრა გუნბას დაბადების დღე მიულოცა....

ტრამპი-პუტინის შეხვედრის საერთაშორისო ექო – რას ველოდით და რა გამოვიდა

ამერიკელი კომენტატორების საწყისი რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ალასკაში –...