მთავარისიახლეებიპოლიტიკასამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში სულ მცირე 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან...

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში სულ მცირე 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს.

Published on

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში სულ მცირე 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს.სიაშია სამხედროები, პოლიციელები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის დეკანები და ჟურნალისტები.როგორც „ბიბისი“ წერს, თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიმართ არასაკმარისად ლოიალური არიან. გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს 15 ათასი მასწავლებელი, 1 500 დეკანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 9 000 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს 1 500 თანამშრომელი და პრემიერ-მინისტრის ოფისის 250-მდე თანამშრომელი.ასევე დაკავებულია 6 ათასი სამხედრო, დათხოვნილია 9 000 პოლიციელი, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლეს.ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...